თეგი: ანდრი ერნაკი

ბახმუტი უკრაინაა - ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა 3 აპრილს მოუწოდა ყველას, რომ სიმშვიდე შიეინარჩუნონ  გამოგონილ ამბავთან მიმართებით. ერმაკი სავარაუდოდ გულისხმობს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თითქოს, ბახმუტი აღებულია. მსგავსი ცნობები სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის. „ბახმუტი უკრაინაა“, - ამბობს ერმაკი. უფრო ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობაში უარყვეს რომ რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი დაიპყრეს და ადმინისტრაციის შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს. სარდლობის სპიკერმა სერჰეი ჩერევატიმ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ რუსებმა დროშა აღმართეს „რაღაც ტუალეტზე“ და თქვეს, რომ ქალაქი დაიპყრეს. „დაე, ეგონოთ, რომ რაღაც აიღეს“...რუსეთი ბახმუტის დაპყრობისგან ძალიან შორსაა“, - აღნიშნა ჩერევატიმ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები „არ წყვეტენ ბახმუტის შტურმს და ცდილობენ, მის სრულ კონტროლს დაექვემდებარონ“. გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 30-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. „დაახლოებით 6,000 ვაგნერის დაქირავებული მებრძოლი, 20-30,000 ახალწვეულთან ერთად, ახლა ბახმუტში იბრძვის“, - განაცხადა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ 29 მარტს.